თეგი: ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში შოლცი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, როდესაც ის რუსეთს ვიზიტით ეწვევა. „უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩახლართული სიტუაციიდან სხვადასხვა დისკუსიის, ფორმატების გამოყენებით“, - აღნიშნულია შოლცის ტექსტში.

ოლაფ შოლცი კიევს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. რამდენიმე დღის წინ კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს შეხვედრას.

ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა.  „რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი. ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა. „მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“.  რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას.  „2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ

გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის. შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის. ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.

ოლაფ შოლცი: გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს

გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, შოლცმა უპასუხა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ.  ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ოლაფ შოლცი: მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანია

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია. „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. პრობლემები სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროით ასე დარჩება, ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს”, - განაცხადა შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შოლცმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და NATo ერთობლივად iმოქმედებენ პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან კარგად არის მომზადებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში. „უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან

მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან

BBC-ის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. კიევის მუდმივი მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინას გერმანია არ მიაწვდის ლეტალურ იარაღს, მაგრამ იქნება ფინანსური დახმარება. „თქვენ იცით გერმანიის დამოკიდებულება იარაღის ექსპორტის მიმართ... ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და შეგატყობინებთ, თუ იქნება ახალი შედეგები", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერი უკრაინისთვის და პირობა დადო, რომ დააჩქარებს გარკვეული თანხების მიწოდებას. ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდასაჭერად 150 მილიონი ევროს სესხის გაცემის შესახებ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას; მხარს უჭერს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე და რომ გერმანიამ უკრაინის ეკონომიკა უფრო სტაბილური და დამოუკიდებელი გახადა საგარეო გავლენისგან. სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები მზად არიან, მიიღონ ზომების პაკეტი, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, მაგრამ მის დეტალებზე არ უსაუბრია. განხილული საკითხები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში. „უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლაფ შოლცს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოლაფ შოლცთან ეს საკითხი განიხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ გარკვეული განსხვავებები აქვთ შეფასებაში. „ამჟამად, საკითხს განვიხილავთ მხოლოდ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების რისკების პრიზმაში ჩვენთვის და რეგიონისთვის. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი, რის გამოც უკრაინას სჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „შოლცი თავს არიდებს სიტყვების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ხმამაღლა წარმოთქმას, რომ აღარაფერი ვთქვათ საკამათო მილსადენის გაუქმების დაპირებაზე, მან დღეს გამონაკლისი არ დაუშვა“, - წერს BBC. უკრაინის პრეზიდენცმა შოლცს შესთავაზა ენერგეტიკის სექტორში კონკრეტული სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რათა განვითარდეს ენერგეტიკული გარანტიები და უკრაინის მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა ენერგეტიკულ სექტორში. „მნიშვნელოვანია, რომ გერმანია გახდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების გარანტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან შოლცს გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაც შესთავაზა. NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მაშინ, როდესაც ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. „ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს.  „ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანია განაგრძობს უარს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, მიუხედავად კიევის არაერთგზის მოწოდებისა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიის კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე სამართლებრივ აკრძალვას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ამიტომ ეს პოლიტიკური საკითხია. ოლაფ შოლცი 15 თებერვალს უკვე რუსეთს ეწვევა. ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.

ოლაფ შოლცი: ალიანსებში გაწევრიანების საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის

მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. „ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებებს მართავს. შოლცი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს კიევში, მარიინსკის სასახლესთან მიესალმა. 11 თებერვალს, ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ოლაფ შოლცმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.

შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. მისი თქმით, გერმანიას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის გამო ომი არ იქნება, რადგან მას ექნება შორსმიმავალი შედეგები. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა.   მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

პუტინი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ

ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ NATO-ს გაფართოება საერთოდ არ მოხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ ინფრასტრუქტურას „ჩვენს კართან“. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინი დაინტერესდა, როდის მიიღებენ უკრაინას NATO-ში, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, უკრაინას განაცხადის პროცესიც კი არ დაუწყია და ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა შორს არის ამის გაკეთებისგან.  „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ამ მოლაპარაკებების განმავლობაში“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს მოისმენენ და სერიოზულად მიიღებენ“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, რომ დასავლეთმა უზრუნველყოს გარანტია, რომ უკრაინა NATO-ს არ შეუერთდება. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

ოლაფ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე კონფლიქტი გაუგებარია. „ჩვენ უბრალოდ არ შეიძლება, გვქონდეს შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საკითხზე, რომელიც არ არის დღის წესრიგში”, - განაცხადა შოლცმა და დაამატა, რომ აბსურდული სიტიაცია იქმნება. გერმანიის კანცლერმა ანალოგიური განცხადება 14 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროსაც გააკეთა. მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება შეიძლება, პოლიტიკური კატასტროფა იყოს. „თუ სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რეალობად იქცევა, ეს იქნება მინსკის პროცესის დარღვევა. ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა", - განაცხადა შოლცმა სამშაბათს, 15 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა.

მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესკონფერენცია დასრულდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ომი, მაგრამ არ ყოფილა კონსტრუქციული პასუხი მის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე. მისი თქმით, საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება, ახლა უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა შორს არის გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისგან. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი ჯერ კიდევ მზადაა, განიხილოს ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ევროპის უსაფრთხოება და სარაკეტო სისტემები. პუტინი ამბობს, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია და სურს ურთიერთობების გაძლიერება.  პუტინის თქმით, რუსეთს ომი არ სურს და ამიტომ წამოაყენა წინადადებები მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, მაგრამ რუსეთის წინადადებებზე კონსტრუქციული პასუხი არ ყოფილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის NATO-სა და აშშ-ის მიერ წამოჭრილი საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია.  თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება გაუგებარია და საფრთხეს წარმოადგენს. მან რეგიონში დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის შესახებ, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს, შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინაში ომს ექნება შორსმიმავალი შედეგები.   ამ საკითხზე პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 „სუფთა კომერციული პროექტია". პუტინი ხაზს უსვამს ენერგეტიკულ სექტორს, როგორც გერმანიასთან თანამშრომლობის ძირითად სფეროს და მოჰყავს ორ ქვეყანას შორის არსებული მილსადენი, რომელიც მზად არის, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს. პუტინი ამბობს, რომ ეს არის „წმინდა კომერციული პროექტი“, რომელშიც პოლიტიკა არ არის ჩართული და რომ რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით, თუ ამაზე მოთხოვნა იქნება. ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. კონტექსტი ვიზიტის პერიოდში რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე კომპრომისი შეუძლებელია

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მართავს შეხვედრას. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. მისი თქმით, უკრაინის საზღვარზე ჯარების დაგროვება განიხილება როგორც საფრთხე. ის ითხოვს დეესკალაციას რეგიონში და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ „არანაირი ომი არ მოჰყვეს“ შექმნილ ვითარებას. შოლცის თქმით, ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შევიდეს.  „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ერთმანეთთან კარგი დისკუსიების გზით”, - განაცხადა შოლცმა პუტინთან შეხვედრისას. პუტინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კავშირებზე და ახსენა უკრაინის გარშემო მიმდინარე „ცხელი დისკუსიები“. პუტინის თქმით, გერმანია არის „რუსეთის მთავარი პარტნიორი“ და მას სურს ურთიერთობის გაძლიერება.  „სამწუხაროდ, ჩვენ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დავუთმობთ “, - განაცხადა პუტინმა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საკითხის განხილვას. მოსკოვში გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, დღის წესრიგში უკრაინა მთავარი თემაა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

გერმანიის კანცლერი რუსეთს ეწვია

დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ჩადის, სადაც ის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ის უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინით შემკობის ცერემონიას დაესწრო. ოლაფ შოლცის ვიზიტი მანამდე უკრაინაში, 14 თებერვალს განხორციელდა. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე საზღვარს ჯარი სრულად არ დატოვებს რუსეთის განცხადებით სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს. ივლისში,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები, მათ შორის სანქციები მიიღოს (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ასევე წაიკითხეთ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის

გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას გაუგზავნის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერს“ მიაწვდის. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა. „იარაღი „რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება უკრაინას“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ამასთან, ვრცელდება თავად კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაც.  „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, გარდამტეხ მომენტზე მიუთითებს. ის საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს ომისშემდგომ წესრიგს. ჩვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი პუტინის დამპყრობელი არმიისგან. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას. გერმანია უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა შოლცმა. Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა

გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს

გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალის ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე.

ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესია სხვა პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება, გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას; პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის გაქრობა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ. „ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვალი წყალგამყოფია ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. „უკრაინელების ტკივილი იმდენად უსამართლოა, ის ნამდვილად ახლოს მოდის ჩვენს გულებთან“, - განაცხადა შოლცმა.  შოლცმა პირობა დადო, რომ „ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“. „გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. პუტინის აგრესია სხვა პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის კანცლერმა რუსული ბანკების SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვის შესახებ განაცხადა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ. ჩვენ, ევროკავშირში, ყურადღებას გავამახვილებთ ოლიგარქებზე. გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რასაც ვაკეთებთ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს. როგორც ცნობილია, გერმანიამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის ნებართვა გასცა.  „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა საპასუხოდ ზელენსკიმ Twitter-ზე.

მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის პრემიერი გერმანიაში ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტი რუსეთიდან გერმანიაში გაფრინდა. იუწყება ისრაელის მედია. ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვიდან გერმანიაში გაფრინდა. ბენენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს შეხვდება. პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელი რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლს სთავაზობს. ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

უკრაინამ გერმანიის კანცლერს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

უკრაინამ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის დახმარება სთხოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა. იგორ ჟოვკვას განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.  

ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ

გერმანია რა თქმა უნდა, არ გაგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინაში, განაცხადა ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი რუსული წარმოების MiG-29 თვითმფრინავების გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე გადაცემის შესახებ. „ჩვენ მივაწოდეთ ყველა ტიპის თავდაცვის მასალა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არ არის ამის ნაწილი“, - განაცხადა შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.   კითხვაზე, იყო თუ არა გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის, შოლცის თქმით, ის რამდენიმე თვეა, მუშაობს წიაღისეული საწვავის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაზე. „ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ასევე წაიკითხეთ დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს

ოლაფ შოლცი თურქეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი თურქეთს 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პროცესებს განიხილავენ. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 დეკემბერში გერმანიის კანცლერად აირჩიეს.      

ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მაკრონმა და შოლცმა ასევე განუცხადეს პუტინს, რომ გამოსავალი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოიძებნოს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს დღეებში მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.   

დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან

დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ერდოღანთან ორმხრივი მოლაპარაკებების წინ, შოლცი პირველად ეწვია მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს და გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი. თურქული მედიის ცნობით, შოლცი ბერლინში ორშაბათს უნდა დაბრუნდეს. „ორმხრივი კავშირების გარდა, მოსალოდნელია აზრთა გაცვლა სხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, პირველ რიგში, უკრაინის საკითხსა და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას შეხვდნენ ანტალიაში, სადაც ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართეს.  

შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთი და გერმანია დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევას აძლიერებენ

თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან.  „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ. „ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.  

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას

უკრაინის ომი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად, საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტყობინება CNN. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინიდან და რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობის გამო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაუმკლავდება ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა შოლცმა. გერმანიას ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. შოლცმა და მეფე აბდულამ დაგმეს ომი უკრაინაში და მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ყველა საბრძოლო ოპერაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები". შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.  

ოლაფ შოლცი: მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, Twitter-ზე დაწერა. „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

მიხაილო პოდოლიაკი: გერმანიის კანცლერი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის განცხადებას გამოეხმაურა. „კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შეიძლება ცრუ ტენდენციად იქცეს, რადგან რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. იქონიეთ ეს მხედველობაში“, – წერს Twitter-ზე პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

Reuters: გერმანია სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს, ძირითადად, უკრაინის დასახმარებლად, ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ აღნიშნა, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 400 მილიონი ევრო განკუთვნილია ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელიც იარაღს ყიდულობს უკრაინისთვის. ოთხშაბათს, შოლცმა რადიოსადგურ RBB-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამას პარტნიორებთან კოორდინაციით გააკეთებს. კანცლერმა განმარტა, რომ ის გულისხმობდა ისეთ იარაღს, რომელიც არ მოითხოვდა გერმანიის სამხედრო ძალების ყოფნას უკრაინაში და რისთვისაც არ იქნებოდა საჭირო იქ ჯარისკაცების გაგზავნა საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით. 26 თებერვალს, ბერლინმა გადაწყვიტა, კიევისთვის გაეგზავნა 1,000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემა Stinger-ი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ ნება დართო ნიდერლანდებსა და ესტონეთს, უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღი გაეგზავნათ. NATO-ს სტატისტიკის მიხედვით, გერმანიამ 2021 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 1,53% დახარჯა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს: შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა

"რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განცხადა. ამასთან, კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა, უკრაინაში ომი შეაჩეროს. "შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა. მიეცით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეჟიმის დაწესების საშუალება და გამოიყვანოთ თქვენი ჯარები. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა - Reuters

მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა -  Reuters გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა პრაქტიკულად ამოწურა იარაღის რესურსი, რომლის მიწოდებაც შეუძლია საკუთარი მარაგებიდან, სანაცვლოდ, მუშაობს სამხედრო ინდუსტრიასთან და სხვა ქვეყნებთან, რათა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება შეძლოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. როგორც Reuters-ი წერს, შოლცს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინაში ნაკლებ ლიდერობას იჩენს. დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ უკრაინაში მეტი იარაღის მიწოდებას. კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს, შოლცმა უპასუხა, რომ ბერლინი და მისი დასავლელი მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე გონივრული იქნება ისეთი იარაღის მიწოდება, რომლის დაუყოვნებლივ განთავსებასაც შეძლებს უკრაინა. Forsa-ს გამოკითხვით, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა მაუწყებლების RTL-ისა და NTV-ის მიერ, დაახლოებით 52% უკმაყოფილო იყო შოლცის მუშაობით, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს ანნალენა ბერბოკსა და ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს, მხოლოდ 31% და 34% აქვთ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა

შოლცმა პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ ბოლო მოეღოს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ადგილზე „უაზრო მკვლელობებს“. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ორშაბათს ბერლინში ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ერთად უკეთესი მომავლის მიღწევა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, არამედ ეკონომიკური განვითარებისა და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით“. გერმანიის კანცლერმა ასევე მოუწოდა პუტინს „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“ და დაამატა, რომ „საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალადობის გამოყენებით“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლაფ შოლცი: სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა განსაზღვროს სამშვიდობო პირობები. სატელევიზიო ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუ ის მოელოდა, რომ შეძლებდა უკრაინის ტერიტორიის მოპოვებას, საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებას და დასავლეთის ქვეყნების სანქციების მოხსნას. „მას არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. მას არ ეგონა, რომ ჩვენ მათ ამდენ ხანს დავეხმარებოდით... ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას უკრაინასთან“, - განაცხადა შოლცმა. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ მიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. „ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ამავე თემაზე შოლცმა პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან

ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება

გერმანიის კანცლერი შვედეთს და ფინეთს მხარდაჭერას ჰპირდება, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ოლაფ შოლცის თქმით, ფინეთს და შვედეთს შეუძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, თუ ისინი NATO-ში შესვლას მოითხოვენ. ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ბერლინის მახლობლად, მინისტრთა კაბინეტის ორდღიან შეხვედრაზე უმასპინძლა. გერმანიის კანცლერის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. შეხვედრის დასაწყისში, სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა შოლცმა ორივე ქვეყანას „ევროკავშირის ახლო პარტნიორები და მნიშვნელოვანი წევრები“ უწოდა. შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა და მისმა ფინელმა კოლეგამ სანა მარინიმ განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმამ აიძულა მათი ქვეყნები, გადაეხედათ NATO-ში გაწევრიანებაზე თავიანთი გადაწყვეტილებისთვის. ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი და აიძულა ევროპა, გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია. მისივე თქმით, პუტინი სასოწარკვეთილი ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას მსოფლიოში, რომელიც შეიცვალა. „არ იფიქროთ, რომ „იმპერიალისტური“ პუტინი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი: სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს ამასთან, ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტური იყო და ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლიდა. „მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით გადაწევა“, - განაცხადა შოლცმა. Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში შესაძლო გაწევრიანების  პროცესის მიმდინარეობისას.

ზელენსკი ოლაფ შოლცს მოუწოდებს, 9 მაისს კიევს ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას „ძლიერი ნაბიჯი“ და 9 მაისს კიევს ეწვიოს. „ის მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ჩამოვიდეს აქ 9 მაისს, კიევში. მე ახლა არ განვმარტავ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას, ვფიქრობ, თქვენ თავად შეგიძლიათ ამის გაგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება მარიუპოლზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იქ არსებული სიტუაცია წამებას უტოლდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოლაფ შოლცი: უკრაინა გაიმარჯვებს, თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, ისევე როგორც გაიმარჯვა ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ

გერმანიის კანცლერი „ღრმად არის დარწმუნებული", რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. „უკრაინა გაიმარჯვებს. თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა მონობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა გერმანელი ხალხისადმი მიმართვისას.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ზელენსკიმ და ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უსაფრთხოების დახმარების საკითხი განიხილეს  

ოლაფ შოლცის პარტია ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა

კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD) გერმანიის საკვანძო რეგიონალურ არჩევნებში დამარცხდნენ.  მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების გასამმაგება შეძლეს და არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ამჟამინდელი მონაცემით, არჩევნებში კონსერვატიულმა CDU-მ ხმების 35,7%-ზე მეტი მიიღო. Scholz-ის SPD-მა მხოლოდ ხმების 26,7% დააგროვა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში (მხარე გერმანიაში), რომელიც დიდი ხანია, სოციალ-დემოკრატებისთვის მთავარ ცენტრად ითვლებოდა. გერმანიის ფედერალური კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების 4.5% დაკარგა.    

ოლაფ შოლცი: უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ვხედავ

"უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ვხედავ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განახადა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ოლაფ შოლცმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო. „რუსეთისთვის აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა. ეს არ ნიშნავს დიქტატით მშვიდობის მიღწევას, ტერიტორიის ნაწილის წართმევას და შემდეგ თქმას - „აქ მოაწერეთ ხელი“, – აღნიშნა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე  

შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება, იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია. გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ ამ პროცესს წლები ან თვეები არ დასჭირდება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს სოლიდარობის ფონდის მომზადება, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაზე კი შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რომ ალიანსი კონფლიქტის მხარე გახდეს.  

რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან. „გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს. ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში.  2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.  

ოლაფ შოლცი: გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად მუშაობს

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასკვნით სიტყვაში გერმანიის კანცლერა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად. მისი თქმით, გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალებს და მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „ევროკავშირი იგივე გზას მიჰყვება“, - განაცხადა შოლცმა. თუმცა, უკრაინა მოსკოვის წინააღმდეგ მაქსიმალურ სანქციებს ითხოვს, მათ შორის რუსული ნავთობისა და ვაჭრობის დაუყოვნებლივ აკრძალვას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გერმანიის კანცლერი: ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია

"ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია", -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.  "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანია თავის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ის უკრაინას გადასცემს“, - თქვა შოლცმა. მისი თქმით, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა 28 მაისს, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა, რომ „მძიმე იარაღი ძალიან მალე იქნება“, წერს უკრაინული გამოცემა NV. ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, საზენიტო თვითმავალ „გეპარდზე“ და საზენიტო იარაღზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ  Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.  რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.

ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა აზრს მოკლებულია. დუდას შეფასებით, ეს ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებით და განსაკუთრებით, მაკრონის ბოლო მოწოდების გამო, რომ „პუტინი არ უნდა დავამაციროთ“. „ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს. ვინმემ თქვა, რომ მას სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ,  რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?“, - აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო.  

ოლაფ შოლცმა სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა სერბეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს, რუსეთის წინააღმდეგ ევროპული საზოგადოების სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა პარასკევს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ველით, რომ სანქციები ასევე განხორციელდება იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან“, - განაცხადა შოლცმა. სერბეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანიის კანცლერმა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს „მკაფიოდ მოითხოვა, რომ სერბეთი შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს“. ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სხვაგან, მაგრამ მისმა ქვეყანამ „ბევრი მიზეზის გამო“ სანქციებთან მიმართებით განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ვუჩიჩის თქმით, სერბებს „საუკუნეების მანძილზე განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ რუსულ მხარესთან“ და მისმა ქვეყანამ ახლა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ენერგომომარაგების თვალსაზრისით „ძალიან რთულ ვითარებაშია“. როგორც ცნობილია, შოლცი პარასკევს გაემგზავრა დასავლეთ ბალკანეთში სამოგზაუროდ. პირველი გაჩერება კოსოვო იყო. შემდეგია სერბეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაა. ვიზიტების ძირითადი თემები ძირითადად ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და უკრაინაში რუსეთის დამპყრობლურ ომს უკავშირდება.

გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 109 დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Bild უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს ამ დრომდე შოლცის უკრაინაში ვიზიტის შეახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მედიის ცნობით, შოლცთან ერთად უკრაინაში გერმანიის სახელმწიფოს კიდევ ორი წარმომადგენელი ჩავა. მანამდე ის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. გერმანიის კანცლერი კოსოვოში, სერბეთში, ალბანეთში, მაკედონიაში, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა. როგორც მედია წერს, მას სურს, რომ პუტინს რეგიონში გავლენის მოპოვების გეგმები ჩაუშალოს. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და იტალიის პრემიერის მარიო დრაგის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია. La Stampa წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერი კიევში 16 ივნისს ჩავა. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და NATO-ს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მიმართებით. ცნობილია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს განაგრძობენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.  

გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია

სამთავრობო წრეებში წყაროები ამბობენ, რომ შოლცი ვიზიტს G7-ის სამიტამდე გეგმავს, რომელსაც გერმანია ივნისის ბოლოს უმასპინძლებს. ამასთან, შოლცი ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან განიხილავს. წყარობის თქმით, პარიზისა და ბერლინის მთავრობები უკვე დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს კიევში ერთობლივ ვიზიტზე. იტალიის მთავრობის მეთაურის მესამე მხარედ მოწვევა, სავარაუდოდ, საფრანგეთის იდეა იყო. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია „შოლცს, მაკრონს და დრაგის თავიანთი მოგზაურობით ევროპული ერთიანობის დემონსტრირება სურთ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს ინარჩუნებენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ  აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.

გერმანიის მთავრობამ არ დაადასტურა, რომ შოლცი ხუთშაბათს კიევში ჩავა - Reuters

გერმანიის მთავრობის სპიკერმა უარი განაცხადა მედიის ცნობის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია „ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა სპიკერმა. უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისგან ელის, რომ ბერლინი  უკრაინითვის იარაღის მიწოდების შესახებ თავის დაპირებებს შეასრულებს და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას მისცემს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის და იტალიის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნის სიგნალს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ძლიერი სიმბოლური ჟესტი“, - თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ეს გააძლიერებს უკრაინელების მებრძოლ სულს და ნათლად აჩვენე რუსეთს, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს თავისუფალ უკრაინას. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? მან ასევე აღნიშნა, რომ შოლცი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა კიევში ჩასვლა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად კი არა, კონკრეტული შედეგებისთვის სურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ჰეგერი გერმანიას 13 ივნისს ეწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში „დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები ელოდებიამ. ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა. გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ლიდერები პირველ რიგში შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ეწვევიან ირპინს. "ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მივიდეთ ბრძოლის ადგილზე, სადაც მკვლელობები განხორციელდა და ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. ეს ქალაქი არის ირპინი", - თქვა მაკრონმა. მან დასძინა, რომ სურს უკრაინელები დაარწმუნოს ევროპულ მხარდაჭერასა და ერთიანობაში. დელეგაციასთან ერთად იმყოფება ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. „ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური სტაბილურობისთვის“, - თქვა მან კომენტარში.  უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ

ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“.  უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროპელი ლიდერები სწორედ ამ გზავნილით ჩავიდნენ უკრაინაში. შესაბამისი პოსტი კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, შოლცის Twitter გვერდზე გავრცელდა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. გერმანიას მხარს უჭერს დადებით გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - წერს ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.  „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.  „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირს სტრუქტურული მოდერნიზებისკენ მოუწოდა, რათა ახალი წევრების მიღება გამარტივდეს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცი იმედოვნებს, რომ 23-24 ივნისის სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია, ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

შოლცი: G7 მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება

უკრაინას შეუძლია, ელოდოს, რომ მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება". ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 ივნისს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა. შოლცის თქმით, მას სურს, გამოიყენოს მომავალი კვირის შეხვედრა G7-ის ლიდერებთან ბავარიაში, უკრაინის მხარდაჭერტის გრძელვადიანი პერსპექტივების განსახილველად. მისივე თქმით, პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება, თუმცა გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს ილუზიაა. შოლცის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა საფრანგეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან 16 ივნისს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან განიხილეს უკრაინისთვის იარაღის, კონკრეტულად, საბრძოლო მასალისა და არტილერიის მიწოდების საკითხი.

მაკრონის შემდეგ, შოლცმა განმარტა, რატომ განაგრძობს პუტინთან საუბარს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარი „აბსოლუტურად აუცილებელია“. შოლცის თქმით, მაკრონის მსგავსად, თავადაც განაგრძობს პუტინთან საუბარს. „საჭიროა რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ლიდერი, რომლებიც მასთან ისაუბრებენ. აუცილებელია, რომ ისინი მკაფიონი იყვნენ, რადგან როცა პუტინს ვესაუბრები, ვამბობ, მაგალითად, იგივეს, რაც გითხარით: გთხოვთ, გაიგოთ, რომ არ იქნება მშვიდობა... და თუ მართლა გჯერა, რომ მიწას გაძარცვავ და მერე იმედი გქონდეს, რომ დრო შეიცვლება და ყველაფერი ისევ ნორმალური გახდება, ეს შეცდომაა. თქვენ უნდა გაიყვანოთ თქვენი ჯარები და უნდა იპოვოთ შეთანხმების გზა უკრაინასთან, რომელიც მისაღები და სწორია უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. აღსანიშნავია, რომ მაკრონმა კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ.  მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. „ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - დაამატა ემანულა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს. „არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება.  შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ევროპელი ლიდერები ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლაფ შოლცი: უახლოეს მომავალში პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მოკავშირეების უსაფრთხოებაზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche welle ავრცელებს. „უსაფრთხოება არის ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რომელიც სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის მართებს. გერმანიის შეიარაღებული ძალები ისე იქნება აღჭურვილი, რომ მას შეეძლება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების ნებისმიერი თავდასხმისგან დაცვა", - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ყველა იმ აუცილებელ იარაღს, რომლებიც მას ომის ამჟამინდელ ფაზაში სჭირდება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, გამოაქვეყნებს იმ შეიარაღების სიას, რომლებიც ქვეყანამ უკრაინაში უკვე გააგზავნა. გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ "პროგნოზირებად მომავალში პუტინის აგრესიულ და იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია" და გერმანია უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.  

ბაიდენი შოლცს: პუტინი იმედოვნებდა, რომ NATO და ,,დიდი შვიდეული“ დაიშლებოდნენ, მაგრამ არ დავშლილვართ და არც ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეხვედრისას განუცხადა. „პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ რატომღაც, Nato და G7 დაიშლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „კარგია, რომ ჩვენ, ყველამ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება, რასაც, ცხადია, პუტინი არასოდეს ელოდა”, - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.  

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს რომელიმე წევრისთვის

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში „ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი: არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი, ან ფინანსები

არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს, ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ენერგეტიკის ყველა გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.  

ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს.  ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია. „ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

შოლცი უკრაინას იარაღის მიწოდებას ჰპირდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს. „გერმანიამ დაარღვია თავისი ტრადიცია და იარაღი გაგზავნა ომის ზონაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში”, - განაცხადა შოლცმა, კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე. ივლისში გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის მიწოდებული ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნ. გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.  

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.  გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა, რომ კანცლერმა შოლცმა 21 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილა არსებული სიტუაცია.  „ოთხი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. მათ ასევე განიხილეს ვითარება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ლიდერები ადგილზე სამხედრო აქტივობებისგან თავშეკავებისა და ტერიტორიაზე IAEA-ს წარმომადგენლების დაშვების მოწოდებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა - მედია

Insa-Consulere -ის (საბაზრო და სოციალური კვლევის ინსტიტუტი გერმანიაში) გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა. ანალოგიური მონაცემები აქვს მმართველო კოალაიცია „შუქნიშანს“. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შოლცი ორ კონკურენტთან მარცხდება.  გამოკითხვაში, რომელიც 15-19 აგვისტოს ჩატარდა 1 426 მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან 62% გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა, საპირისპირო პოზიცია გამოკითხული მოქალაქეების 25%-მა დააფიქსირა.  იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდებოდა, გამოკითხვის თანახმად, შოლცის კოალიცია მესამე ადგილზე გავიდოდა.   გერმანიაში მმართველო კოლაიცია „შუქნიშნის“, საქმიანობით Insa-Consulere -ის გამოკითხვის თანახმად, 65%-ია უკმაყოფილოა, ხოლო მხარდაჭერას 27% უცხადებს.  შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მან ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა.   

ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას უახლეს სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაკლებობის გამო მისი მთავრობის კრიტიკას არ ეთანხმება.  გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია „გერმანია უკრაინასდ აწვდის უამრავ იარაღს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესშია", - განაცხადა შოლცმა გერმანიის კანცლერმა ჩამოთვალა, თუ რა შეიარაღება მიაწოდა უკრაინას ამ დრომდე გერმანიამ. „მათ შორის Gepard საზენიტო ტანკები, Panzerhaubitze 2000 საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ასევე დაგეგმილია Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისა და Cobra-ს არტილერიის რადარის მიწოდება“.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.  

ფოტოსესიის დროს გაშიშვლებულმა აქტივისტებმა, გერმანიის კანცლერს, რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდეს

კვირას, 21 აგვისტოს „ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე“ გამართულ ღონისძიებებზე ორი სტუმარი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი სურათის გადაღებისას მოულოდნელად წელს ზევით გაშიშვლდა. ორმა გოგომ, ოფიციალურ შეხვედრაზე საპროტესტო აქცია მოაწყო და ოლაფ შოლცს, „რუსული გაზის ემბარგოსკენ“ მოუწოდა. აქვიის ერთ-ერთ მონაწილეს მკერზე ჰქონდა წარწერა „გაზის ემბარგო -ახლა“.  მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონდა. Focus-ი წერს, რომ „შოლცი ოდნავ გაკვირვებული დარჩა“. აქციის მონაწილე გოგოები ინციდენტის ადგილიდან დაცვამ გაიყვანა.   

ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა

ენერგეტიკული პოლიტიკის შეიარაღებასთან დაკავშირებით რუსეთის მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღო, რადგან კანადა საკვანძო, გაზის ტურბინის მიწოდებას დათანხმდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) პუტინის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მოკავშირეების გაყოფას; მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთი აღარ არის სანდო ბიზნეს პარტნიორი. მან შეამცირა გაზის მიწოდება მთელ ევროპაში, ყოველთვის მოჰყავდა ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პუტინის ხაფანგში არ ჩავვარდეთ და ერთად დავდგეთ“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.

შოლცი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: გავაგრძელებთ კიევისთვის იარაღის მიწოდებას

ჩვენი გზავნილი ნათელია: არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს, რასაც სწორედ დღევანდელი სამიტი ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს მტკიცედ დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელ მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო გამშვებებსა და ტონობით საბრძოლო მასალას და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

გერმანიის კანცლერი: გერმანიის მიზანია, პუტინს ომის მოგებაში ხელი შეუშალოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. "გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი „სრულიად განსხვავებულ ომში“ არ გადაიზარდოს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შოლცი ევროკავშირში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღებას მხარს უჭერს

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, წყალგამყოფი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროკავშირი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სურს უფრო გეოპოლიტიკური კავშირი, ბლოკის მნიშვნელოვანი გაფართოება და მისი ინსტიტუტების ფუნდამენტური რეფორმები.   პრაღის კარლის უნივერსიტეტში 50-წუთიან გამოსვლაში, შოლცმა წარმოადგინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ევროპამ და ევროკავშირმა ცვლილებებს. „ევროპული ხელშეკრულებებიც კი არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ „ევროპული წესების მოკლე დროში შეცვლა შესაძლეებლია. შოლცმა აღიარა, რომ ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ევროპულ კონსენსუსს.   „მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის გაფართოებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს გაწევრიანებას. ევროკავშირის გაფართოება საჭიროა ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

შალვა პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. "გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას", - განაცხადა შოლცმა.  

შოლცი ევროპისთვის გაზის შეწყვეტაზე: რუსეთი არასანდო პარტნიორია

გერმანიის კანცლერმა რუსეთს ენერგოსექტორში არასანდო პარტნიორი უწოდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1 მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. მისი თქმით, გერმანიას მომავალი წლისთვის  საკმარისი ენერგია ექნება. „მთავრობამ ზამთრის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დროული გადაწყვეტილებები მიიღო.  ჩვენ გადავლახავთ ამ ზამთარს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.  საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე.  კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, გერმანიას გაზი მიაწოდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გერმანიამ საფრანგეთი ელექტროენერგიით უზრუნველყოს. „უახლოეს კვირებში დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოს, რომ გერმანიაში გაზის ექსპორტი შევძლოთ, თუ სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

ოლაფ შოლცი: გერმანია რუსული გაზის გარეშე, მომავალი ზამთრისთვის მზადაა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება. „გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.  საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე.  კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  

შოლცმა პუტინთან უკრაინის კრიზისი და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რამდენიმე საკვანძო საკითხი განიხილა. ამის შესახებ მედია გერმანიის მთავრობის სპიკერზე შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით წერს. ეს ორი ლიდერის პირველი საუბარია მრავალი კვირის განმავლობაში და ის 90 წუთს გაგრძელდა, წერს მედია.  გერმანული პრესის სააგენტოს (DPA) ცნობით, შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას, დაჟინებით მოითხოვა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რუსული ჯარების სრული გაყვანის გზით უკრაინის ტერიტორიიდან. მოლაპარაკებების დროს შოლცი ასევე შეეხო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს.  

ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით

ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარები, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იყოს განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ თარგმანით. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.  

ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე, -  ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს როგორც მან აღნიშნა, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი  გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება,  2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა,“- განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი, დელეგაციასთან ერთდ გერმანიაში ოფიციალური ვიზტით იმყოფება.   

ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს

„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დასახელებულია 12 კრიტერიუმი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს, თუ ეს პირობები შესრულდება, გერმანია დაეხმარება საქართველოს და ბერლინი თავის სიტყვას შეასრულებს. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გამოვედი კარლის უნივერსიტეტში და პირდაპირ ვისაუბრე ამის შესახებ. მე ამ ევროპულ ქალაქში წარმოვთქვი ეს სიტყვა, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა „იმედის“ თარგმანით.  

ოლაფ შოლცი: ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ  გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, - განაცხადა შოლცმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წელს საქართველოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ექნება

მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით  იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.  

პრემიერი: საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაზეც რამდენიმე თვის წინ, ვერც ვიოცნებებდით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი

„მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მოტივირებულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით, სრულყოფილად იყოს შესრულებული მთავრობის მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარი გაუღო ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას ყველას, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დასჭირდება ამ პროცესში. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის, წინ უბრალოდ, ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლაფ შოლცი: პუტინს უკრაინასთან ომზე პოზიცია არ შეუცვლია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობოლაფ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ახალი პოზიციები ვერ დაინახა. შოლცმა პუტინთან უკრაინის კრიზისი და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილა შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი. „რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან. უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც”,- აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

ოლაფ შოლცი: საქართველოს ექნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განხორციელოს

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, -  ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების  პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, - განაცხადა შოლცმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს: რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და ქვეყანა სოლიდარულია კიევის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა რიგ რეზოლუციებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას. მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას

გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები. „დიდი მადლობა ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

ოლაფ შოლცი: ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, გაზმომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს გახდის შესაძლებელს. გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებას. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

ოლაფ შოლცი: კრემლის ნაკარნახევ მშვიდობას არ მივიღებთ

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კრემლის პირობებს ვერ მიიღებს. შოლცმა გამოსვლა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. „თუ ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ომი დასრულდეს, მაშინ არ შეიძლება ჩვენთვის სულ ერთი იყოს, თუ როგორ დასრულდება ის. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას და არ მივიღებთ არანაირ რეფერენდუმებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.  

გერმანიის კანცლერს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სპარსეთის ყურე ქვეყნებში ორდღიანი მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Stuttgarter Zeitung-ი წერს „კანცლერ ოლაფ შოლცს დაუდასტურდა კორონავირუსი“, - ნათქვამია განცხადებაში. კვირას კანცლერიმა სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.  

შოლცის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილი. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გახადეს მკაფიო: ეს ომი არამხოლოდ უკრაინას ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უფრო დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილია, ჯვაროსნული ლაშქრობა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ“, - განაცხადა შოლცმა ბერლინში, პროგრესული მმართველობის სამიტზე, ვიდეოგზავნილში.

ოლაფ შოლცი: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ჩვენ ერთად საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ ევროპას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. მისი თქმით, ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, გლობალური თვალსაზრისით თავი უკეთ დაიცვას.  „მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს. ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით. რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. თუმცა ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწელეობს.  

ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას რაც შეიძლება მალე მიაწვდის

გერმანია უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას და თითოეულ მათგანს შეუძლია, დაიცვას დიდი ქალაქები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. შოლცმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა საშინელი თავი გახდა ზოგადად ისტორიაში და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და უკრაინელების ისტორიაში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და იარაღით. დიახ, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამაზე ეკონომიკურ კონფერენციაზე. რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღდგენისა და დაცვისთვის. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საზენიტო თვითმავალი დანაყოფები და ახლა ასევე IRIS-T-ის სისტემა არის უკრაინაში. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.

ოლაფ შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. ოლაფ შოლცის თქმით, ეს კარგი სიგნალია კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩადებენ ინვესტიციებს, ინვესტირებას განახორციელებენ ქვეყანაში, რომელიც იქნება ევროკავშირის ნაწილი და საერთო ევროპული ბაზრის ნაწილი. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ყველამ გაიგო დიდი ხნის წინ, მაიდნის შემდეგ: უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. მე ძალიან სერიოზულად ვლაპარაკობ და მესმის ამის ყველა შედეგი - ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა შოლცმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არამხოლოდ უკრაინის დანგრეული ენერგეტიკული სექტორის აღდგენა, თუმცა ეს ახლა პრიორიტეტულია, არამედ ეფექტიანობის გაზრდა, ელექტროენერგიის უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტის განვითარება და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გაძლიერება. „უკრაინაში მზე და ქარია - ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ იყოს არამხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი. უკვე არსებობს პირველი შეთანხმება უკრაინულ და გერმანულ საწარმოებს შორის და ვიცით, რომ დიდი პოტენციალი არსებობს აქ", - განაცხადა შოლცმა.  

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.  Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ.  ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება.  გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.   

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტისას ტაივანის საკითხზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა. „აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა. „ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.

შოლცის თქმით, პუტინს G20-ის სამიტზე, კრიტიკის მოსმენა მოუწევდა

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესმის, რატომ არ მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში, მაგრამ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს მის მიმართ კრიტიკა უნდა მოესმინა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი დასწრებოდა G20-ის სამიტს, მაგრამ მას მოუწევდა ყველა შეკითხვისა და ყველა კრიტიკის მოსმენა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა მის მიმართ. ალბათ ამიტომაც არ არის ის იქ“, - განაცხადა შოლცმა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი

პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.  

ოლაფ შოლცი პუტინს: შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები!

შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, არ შეიძლება რუსეთმა უკარნახოს უკრაინას. არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“, - ციტირებს Bild-ი გერმანიის კანცლერს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლაფ შოლცი: უკრაინაში ომის ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ

კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის. მისი თქმით, ეს შეიძლება, გულისხმობდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას. „ომის განვითარებისა და რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, - თქვა შოლცმა, გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ორგანიზებით ბერლინში გამართულ კონფერენციაზე. შოლცის თქმით, 100 მილიარდიანი თავდაცვის ფონდი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა, მნიშვნელოვანია გერმანიის შეიარაღებული ძალების მარაგების შესაქმნელად.    ამასთან, გერმანიის პარლამენტი მზადაა 100 მილიარდის გამოსაყოფად, რაც ახალი შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება.   

შოლცის თქმით, ამ ზამთარს გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია". მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა „ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.  

შოლცი სტოლტენბერგს: NATO-ს ტერიტორიის დასაცავად ჩვენს წვლილს კიდევ უფრო გავზრდით

„ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „ნათელია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად NATO-ში, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ უკრაინის და მისი თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება უკრაინას პოლიტიკური თვალსაზრისით, ფინანსურად, ჰუმანიტარული და ასევე საჭირო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. NATO არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას პლანეტისთვის გაუთვალისწინებელი შედეგებით. ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ნებისმიერ მოკავშირეს, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ და დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი. გერმანია უკვე ძალიან აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას, ლიეტუვაში დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ყოფნით. ჩვენ კი გერმანიაში შევქმენით ბრიგადა ლიეტუვის დასაცავად. ჩართული ვართ საჰაერო პატრულირებაში ბალტიისპირეთში. ჩვენ მივაწოდეთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სლოვაკეთს. გარდა ამისა, ფედერალურმა შეიარაღებულმა ძალებმა წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 14000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოყო და მომავალ წელს, ეს რიცხვი 17000-მდე გაიზრდება. ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ცის ფარის ინიციატივა, რომლის მიზანია NATO-ში ევროპული ფრთის გაძლიერება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ 15-მდე მოკავშირე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა შოლცმა. 

იენს სტოლტენბერგი: პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას

„პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას თავდაცვის უფლებით, რაც გაეროს წესდებაშია დაცული. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს.გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. გერმანიის მიერ მოწოდებული სამხედრო აღჭურვილობა იცავს უკრაინის სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. გერმანული იარაღი სიცოცხლეს გადაარჩენს. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, შეინარჩუნონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია.  

შოლცი ამბობს, რომ 2025 წელს გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ იყრის კენჭს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. შოლცი წარმოადგენს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან კოალიცია მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან შექმნა.  

ოლაფ შოლცი: ყოველთვის, როცა პუტინს ვესაუბრები, მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცახდებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს.. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან შაბათს პოტსდამში თავის საარჩევნო ოლქში მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.  „ყოველთვის, როცა მე ვესაუბრები პუტინს, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს[…] მას უბრალოდ სურს, ძალით დაიპყროს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი[…] ეს ასეა რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად. ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 100 000“, – განაცხადა შოლცმა. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა მანამდეც სასტიკ მიდგომებს იყენებდა, მაგალითად, სირიასა და ჩეჩნეთში, სადაც მან „მთელი ქვეყანა გაანადგურა“.  

უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი - შოლცი

უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესიული ომი და უკრაინამ დაიცვას თავისი მთლიანობა. ამისთვის „აუცილებელი იქნება იმის თქმა, იქნება ეს ტელეფონით, ვიდეო ჩართვით, თუ გრძელ მაგიდასთან, ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ “, - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლაფ შოლცი: გერმანიამ რუსეთს შანტაჟის უფლება არ მისცა, როცა გაზზე წვდომა შეუწყვიტა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო. NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ძალებს გერმანია უხელმძღვანელებს მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“. „ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი. გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა „გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა. „პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს - ჩვენი დახმარების წყალობითაც და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა შოლცმა.   

ოლაფ შოლცი: კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან

„კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან, ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც“, - შესაბამისი განცხადება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა გააკეთა. კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და ხსენებული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას. შოლცის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სანქციების საკითხზე პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით, განსხვავებული რჩება. ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, შეუერთდნენ ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას. „ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მომავლის საერთო ხედვა ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს მოიცავს. პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით. ჩვენ მივესალმებით იმ დასავლელ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ზღვას, სადაც ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს და გუშინ, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ჩვენთან იყო, შევთანხმდით, რომ ეს საერთაშორისო კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა NATO უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ მისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით და მისი ამოცანებით“, - განაცხადა ოლაფ შოლმა. მისივე თქმით, გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, თუ NATO იტვირთავს უფრო ძლიერ კოორდინირებულ ფუნქციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის. „NATO-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი აქტორის კოორდინაციის გზით, მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს საერთო სურათში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ამოცანების გადაჭრას ერთად, როგორც ალიანსის წევრები“, - აღნიშნა შოლცმა. NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა. Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს გასულ კვირას მედიამ კრისტინ ლამბრეხტის შესაძლო გადადგომაზე დაწერა.  როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.  

გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი

გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან", - თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი თხევადი გაზის მისაღებად. უახლოეს თვეებში სავარაუდოდ ექსპლუატაციაში შევა კიდევ ორი ​​LNG მიმღები. „ოთხივეს მთლიანი სიმძლავრე 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.  

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან

ფრანგი და გერმანელი ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპა უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიიც კანცლერი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან. გერმანულ გაზეთ, Frankfurter Allgemeine Zeitung-ისა და ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის, Journal du Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც გააძლიერებს. „ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამოცი წლის შემდეგ (დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს მიერ, 1963 წლის 22 იანვარს გაფორმდა), საფრანგეთი და გერმანია ევროპის მომავალთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ჩვენ ვიზიარებთ იგივე ამბიციას: მტკიცე, ძლიერი და სუვერენული ევროკავშირის იდეას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ კონტინენტზე, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება სუფევს“, - აღნიშნავენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.  

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინას შეიარაღება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მუდმივად აფართოებს უკრაინისთვის მისაწოდებული იარაღის ჩამონათვალს და ყოველთვის კოორდინაციაშია უახლოეს პარტნიორებთან. ამის ერთ-ერთ მაგალითად, კანცლერმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოიყვანა. შოლცს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ ჰკითხეს. კანცლერის თქმით, უკრაინას იარაღი დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება. „ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას მათ შორის იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პარიზში, გერმანია-საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, ლიდერების გარდა, თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და სებასტიენ ლეკორნუმ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.

უკრაინაში ტანკების მიწოდების გამო, პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე არ წავა - გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლარს კლინგბეილი კიევისთვის ტანკების გადაცემის შემთხვევეაში, რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორია, რომ ფედერალური კანცელარია განიხილავს ამ საკითხს. ასევე სწორია, რომ წინ მარტო არც ერთი ქვეყანა არ მიდის. სხვათა შორის, მსგავსი დებატები ახლა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში", - თქვა კლინგბეილმა. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg „მე არ მეშინია. პუტინი ვერ დაგვაშინებს. პეკინში ვიზიტით და ჯო ბაიდენთან შეხვედრისას G20-ის სამიტზე, ოლაფ შოლცმა ხელი შეუწყო ბირთვული საფრთხის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინმა გააცნობიერა, რომ თუ ამ ხაზს გადალახავდა, ის ჩინეთს, როგორც მთავარ მოკავშირეს დაკარგავს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.  

ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ევროპელი ლიდერები და დიპლომატები გამოეხმაურნენ.  „მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისთვის წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. „საფრანგეთი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც განაგრძობს და აძლიერებს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ AMX10 RC-ების მიწოდებით დავიწყეთ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის განცხადებაში. „მნიშვნელოვანია რომ გერმანიამ მოკავშირეებს ტანკების გადაცემის უფლება მისცა“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.  „ეს არის NATO-ს და მოკავშირეების მართებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცენ. Challenger 2-ის ტიპის ტანკებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.  სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

შოლცი: პროვოკაცია რუსეთის მიერ წარმოებული ომია უკრაინის წინააღმდეგ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა შეკითხვას, რატომ აღარ ფიქრობს, რომ კიევისთვის ტანკების მიწოდება პროვოკაციას გამოიწვევს. მისი თქმით, მძიმე შეცდომა იქნებოდა კოორდინაციის გარეშე მოქმედება. „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორთან და მოკავშირეებთან. მე არასდროს გამომიყენებია სიტყვა „პროვოკაცია“. პროვოკაცია არის რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

ოლაფ შოლცი: გერმანია ეხმარება კიევს, რათა ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთთან მიართებით ბერლინის პოლიტიკურ კურსსა და უკრაინის ომზე ისაუბრა. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის შოლცმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, არამედ მისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც ითვალისწნებს. ხელისუფლების პრიორიტეტად, შოლცის თქმით, გერმანიის უსაფრთხოება რჩება. უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ჩავიდნენ, სადაც Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მართვას შეისწავლიან „ჩვენი მიზანი ნათელია, რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოება არ უნდა შეძლოს“, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანელებს სურთ „მშვიდობა ევროპაში და რომ ომი მათ საზღვარს არ მიუახლოვდეს". კანცლერის თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ პრინციპს - უკრაინის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა; კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება, რათა ესკალაცია არ გადაიზარდოს რუსეთისა და NATO-ს ომში; ყველა მოქმედების მჭიდრო კოორდინაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. შოლცის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან გერმანიის მთავრობა იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის  საერთაშორისო დონეზეა შეთანხმებული. შოლცის თქმით, უკრაინაში „საშინელი, სასტიკი და უაზრო ომი" რუსეთის პრეზიდენტმა გამოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან და შოლცთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა

ფრანგული ტელეარხის, BFM TV-ის ცნობით, ბრიტანეთში ერთი დღის გატარების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს, პარიზში ჩავიდა. ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. 9 თებერვალს ზელენსკი ბრიუსელსაც ეწვევა. ეს ზელენსკის მესამე საგარეო ვიზიტია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მანამდე, 8 თებერვალს ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ლონდონს, სადაც შეხვდა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, ასევე მეფე ჩარლზ III-ს. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკი თვითმფრინავების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა. შეგახსენებთ, უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში, ზელენსკი აშშ-ის სტუმრობდა.  

ზელენსკი: რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დაბრუნდება მშვიდობა ევროპაში

რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა უფრო დიდი მოქმედების იარაღს და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და მშვიდობა დაბრუნდება ევროპაში. ჩვენ დავუბრუნებთ მტკიცე მშვიდობას ევროპას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში ეფექტიანი კონტინენტური ალიანსი არის ის, რაც ყველა ევროპელს სჭირდება. „რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე დასრულება ყველაზე რაციონალურია", - განაცხადა ზელენსკიმ.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლციმ შეხვედრის დროს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით. „ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით. მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის – „აი-თი-ბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი - შოლცი

პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს ძლიერად და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „გასულ წელს თუკი გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა. მან ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. უკრაინა და ევროკავშირი ერთიანია როგორც არასდროს. ომის შედეგად უკრაინასა და გერმანიაშიც შექმნილი ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე შევძელით საკმაოდ წარმატებულად. რამდენიმე თვეში ჩვენ რუსეთის ენერგიისგან დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენ გვაქვს საკმარისი გაზი და ნავთობი, ეკონომიკა არ განიცდის ღრმა რეცესია და ჩვენ მივიღეთ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. უკრაინისთვის გაღებულმა დახმარებამ შეადგინა 14 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით. მე მესმის, თუკი ეს ვინმეს ადარდებს, თუკი ზოგიერთი ჩვენი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი იმ პრინციპის დაცვა, რომლითაც ჩვენ თავიდანვე ვხელმძღვანელობდით", - განაცხადა შოლციმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ცნობილია, რაზე ისაუბრებენ ვაშინგტონში შეხვედრისას ოლაფ შოლცი და ჯო ბაიდენი

მხარეები უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას განიხილავენ და პოზიციებს შეაჯერებენ, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს ვაშინგტონში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგარძელების აუცილებლობაზე და გააფრთხილებენ ჩინეთს, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს. „თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა. „NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.  

შოლცი ბაიდენთან შეხვედრაზე: გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შოლცმა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვხა ხაზი. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის იმ ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ ორგანიზება ერთობლივი ნაბიჯებით და გავხადოთ შესაძლებელი ის, რომ უკრაინის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა შოლცმა. ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლციმ

რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, - ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისათვის აუცილებელი მხარდაჭერა. „მინდა, მადლობა გადავუხადო შოლცს მისი მტკიცე და ძლიერი ლიდერობისთვის. ამას გულწრფელად ვამბობ. ამან შეცვალა მსოფლიო. ერთად ჩვენ შევასრულეთ პირობა. გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. ასევე, ვიტყოდი, რომ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იყო დიდი მორალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.  

უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს - შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს. „გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ. ოლაფ შოლცის განცხადებით, ომის დასრულების ასეთი სცენარი აუცილებელია, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალით არ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები და შეცვალოს საზღვრები ევროპაში", - აცხადებს შოლცი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინა Gepard-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიღებას აგვისტოში შეძლებს - შოლცი

უკრაინას შეუძლია, მიმდინარე წლის აგვისტოდან ელოდოს თვითმავალი საზენიტო იარაღის Gepard-ის საბრძოლო მასალის მიღებას. DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქალაქ ბენდორფში საჯარო დიალოგის დროს განაცხადა. მისი თქმით, წარმოება ახლა მზადდება, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გამოიყენებს გერმანიის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. „ამ წესებს იცავენ სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს რუსულ თავდასხმასთან გასამკლავებლად“, - განმარტა კანცლერმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა საჭირო დახმარებით რუსეთსა და NATO-ს შორის ომის თავიდან ასაცილებლად“. DW-ის ცნობით, უკრაინაში გადატანილი იარაღის სიაში, რომელიც რეგულარულად ახლდება გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე, შედის 34 Gepard სისტემა 6000 ტყვიამფრქვევით.  

23 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით, თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით, გერმანიაში ჩავა. მაკრონის ვიზიტი 2-დან 4 ივლისამდე შედგება.  შტაინმაიერის ოფისის  მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 23 წლის განმავლობაში. „ეს განსაკუთრებული მოვლენა ორი ქვეყნის ათწლეულების მეგობრობის ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს პუტინის მიერ ძალის დემონსტრირებით - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა ევროპას, არ შეაშინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "ძალის ჩვენებამ".  ISW: პუტინი ცდილობს, 9 მაისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ისევ აქვს გავლენა შუა აზიაზე "მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში, სანამ ეს საჭირო იქნება. მოსკოვში, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, პუტინი დღეს ანლაგებს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ნუ შეგვაშინებს ძალის ასეთი დემონსტრირება", - თქვა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით. ოლაფ შოლცის განცხადებით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“. მისივე თანახმად, გეოპოლიტიკური ევროპა ასევე იზომება იმით, ასრულებს თუ არა დაპირებებს მისი უშუალო მეზობლების წინაშე. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვუთხარით: თქვენ ჩვენ გეკუთვნით. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, - აღნიშნა შოლცმა. ევროპის პოლიტიკის შესახებ საკვანძო სიტყვაში კანცლერი (SPD) კიდევ ერთხელ გამოვიდა ევროკავშირის რეფორმირების მოწოდებით. „თქვენ გჭირდებათ გეოპოლიტიკური, გაფართოებული, რეფორმირებული და მომავალზე ორიენტირებული ევროკავშირი“, - განაცხადა შოლცმა.   

ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება და ეს მუდმივ მუშაობას მოითხოვს. „ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი „უკანასკნელი არ იქნება“ უკრაინის ომზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - განაცხადა კანცლერმა. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო. „პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ. მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მოსკოვს მძიმე სანქციებს უწესებს, კიევს სამხედრო დახმარებას აწვდის. უკრაინა კონტრშეტევის მოლოდინშია.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს ბერლინში მიიღებს. ამ ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ასევე წაიკითხეთ: ინტერვიუ გერმანიის ელჩთან აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

პრემიერმა ისაუბრა, რა საკითხებს განიხილავს ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საინტერესო და შინაარსიან საუბარს ელის. „გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ; ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ, 2008 წელს გამოვიარეთ ეს უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“. „მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რადგან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. ოლაფ შოლცი ყველა გამოსვლაში უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ. შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ შედეგებზე“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება  

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან დღეს ბერლინში პირისპირ შეხვედრას გამართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში დღეს გამართავს. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.   

ოლაფ შოლცმა საქართველოს მთავრობას აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შეხვედრის შინაარსს ავრცელებს. გერმანული მხარის ცნობით, ლიდერების მიერ განხილულ საკითხებს შორისაა: გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები. ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. კანცლერის ოფისის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას. ამ კონტექსტში კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში მაქსიმალურ ძალისხმევა მიმართოს აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. „უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ფიშერი

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას. „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.  

ოლაფ შოლცი: პუტინი თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს. „ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცის თანახმად, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო: „ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა". გერმანიის კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა". ოლაფ შოლცმა უპასუხა კითხვას, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში. „არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება - მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.  

შოლცი უკრაინის კონტრშეტევაზე: უკრაინული ძალები კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ. შოლცის თქმით, ის არასდროს ელოდა, რომ ყველაფერი დღითიდღე შეიცვლებოდა. „უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს "ძალიან მიზანმიმართულად" გეგმავენ,“ - ამბობს გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს „სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას.“ გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი NATO-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება. „გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

გერმანია ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის $770 მილიონის ღირებულების პაკეტს წარადგენს - მედია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ მხარდაჭერის პაკეტს წარმოადგენენ. პაკეტი მოიცავს ორ Patriot-ის გამშვებს, 24 leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 20000 საარტილერიო ტყვიას. დახმარება ასევე მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს. NATO-ს მოკავშირეები ვილნიუსში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, რათა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომი მხარადჭერა განიხილონ.  

გერმანია უკრაინისთვის, დამატებით, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უსაფრთხოების გარანტიებსა და NATO-სკენ უკრაინის მიმავალ გზაზე ისაუბრეს. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.  „გერმანიასთან არის შეთანხმება დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემებისა და რაკეტების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსული ტერორისგან სიცოცხლის დასაცავად! ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და გერმანიას შორის შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის შეკეთების ჰაბების ფუნქციონირება. გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები საუკეთესო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ევროპა დარჩება უსაფრთხოებისა და მშვიდობის სივრცედ,“ - წერს ზელენსკი. ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლებსაც დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში განიხილავენ  

შოლცი: 2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებაზე სავარაუდოდ, 17 მილიარდ ევროს დავხარჯავთ

2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 17 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან 2027 წლამდე, შესაძლოა, 17 მილიარდი ევრო დავხარჯოთ მხოლოდ იმ იარაღის მიწოდებაზე, რომლისთვისაც ჩვენ გამოვყოფთ თანხებს,” -განაცხადა შოლცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.  

შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ. კანცლერის თქმით, წიგნები ბევრ განსხვავებულ პერსპექტივას გვიხსნიან, რაც ადამიანების პირად გამოცდილებას სცდება. შოლცის თქმით, სოციალური მედია ადამიანებს არწმუნებს უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებებში და ეს არის „წყევლა.“ „ლიტერატურა საშუალებას გაძლევთ, ეზიაროთ გამოცდილებას, რომელიც თქვენ თვითონ არ გაქვთ და ხშირად არ გსურთ, რომ პირადად გამოსცადოთ,“ -აღნიშნავს გერმანიის კანცლერი. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო,“ - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე, გასულ წელს განაცხადა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

შოლცი მოუწოდებს პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაიყვანოს ჯარები ქვეყნიდან. „არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ომზე პასუხისმგებელი რუსეთია. და ეს არის რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ეს ერთი ბრძანებით“, - განაცხადა შოლცმა სამშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. გერმანიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ჭეშმარიტი სამშვიდობო მოგვარების აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. „21-ე საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში ადგილი არ არის რევიზიონიზმისა და იმპერიალიზმისთვის. ვინც ფიქრობს, რომ პატარა ქვეყნები უფრო დიდი სახელმწიფოს უკანა ეზო არიან, ცდება,“ აღნიშნა შოლცმა.  

თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

ყაზახეთი აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 28 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრიანული მედიის ცნობით, თოყაევმა ასევე მოითხოვა „უკრაინაში საომარი მოქმედებებისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დასრულება გაეროს წესდების შესაბამისად. თოყაევმა აღნიშნა, რომ დროა „გონივრული და რაციონალური დიპლომატიის.“ ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნებთან, რათა სანქციების გვერდის ავლის საკითხი გამოირიცხოს.  ცნობისთვის, თოყაევი გერმანიაში დღეს ჩავიდა. ამავე ვიზიტიდან: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს  

შოლცი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დარწმუნებულია. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად შესაძლებელია, მომავალში დავეყრდნოთ აშშ-ს ამ საკითხში,“ – აღნიშნა შოლცმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

შოლცი: გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში - საქართველოსთანაც

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ „სურთ, საბოლოოდ მიიღონ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები არსებობს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც.“ „პირველ ყოვლისა, ეს ეხება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. ასეთი გეგმები გვაქვს ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც. რაც უფრო მეტია ევროკავშირის კომისარი, მით მეტი უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება, ამან გონივრულად იმუშაოს. ბოლოსდაბოლოს, თქვენ არ შეგიძლიათ, გააგრძელოთ მთავრობის გაფართოება ახალი სამინისტროების გამოგონებით. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს პრაგმატული გადაწყვეტის პოვნა. ჩვენთვის, გერმანიაში აშკარად როლს თამაშობს კითხვა, რამდენი ადგილი აქვს ჩვენს დიდ წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ბერბოკი: უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან  

ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა - მედია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ხვალ ისრაელში გაემგზავრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მაუწყებელ ntv-ზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ მთავრობის სპიკერმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ისრაელში გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

შოლცი ისრაელშია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკვე ისრაელშია. შოლცს აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა. ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას," - განაცხადა კოენმა. ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. შოლცმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ. მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.  

თელ-ავივიდან გამგზავრების წინ, სარაკეტო თავდასხმის გამო, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან თავშესაფარში გადასვლა მოუწია

თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია.  იმ დროს, როცა შოლცი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, თავშესაფარში გადაიყვანეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა თავად იხილა ორი რაკეტის ჩამოგდების პროცესი. ცნობისთვის, ისრაელში ვიზიტის დროს სხვა ლიდერებსაც მოუწიათ ბომბსაფარში გადასვლა. 16 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

შოლცი: როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას, ამაზე მეტად ცინიკური არაფერია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს ცინიკური უწოდა. „აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება, იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია,“ - განაცხადა შოლცმა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ პუტინის განცხადებას მიესალმა  

შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია

როგორ აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირებას? ამ შეკითხვას უპასუხა კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში. „ჩვენ ვზღუდავთ არარეგულარულ მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ამას ვაკეთებთ ზომების მთელი რიგი პაკეტის საშუალებით. საქართველოსა და მოლდოვის კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს," - განაცხადა შოლცმა. ჟურნალისტმა კანცლერს ჰკითხა, უფრო კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენებას აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირების მიზნით. სხვადასხვა მექანიზმის განხილვის შემდეგ, შოლცმა დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ. მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს. კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უნდა მოახდინონ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. „როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ, უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიამ გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად მიმდინარე წლის აგვისტოში აღიარა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს    

გერმანია უკრაინისთვის 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს - შოლცი

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ უკრაინას თითქმის 24 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში მე-6 გერმანულ-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. ამ მაჩვენებლის მიხედვით, გერმანია უკრაინისთვის მხარდამჭერებს შორის ამერიკის შემდეგ მეორეა. მისი თქმით, ახალი პაკეტის მიზანია ზამთრის პირობებში ე.წ. „დამცავი ფარის“ შექმნა, რადგან რუსეთი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. შოლცის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს Patriot-ის, Iris-T6-ისა და Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს.   

შოლცი: პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გამართვა შესაძლებელია ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს. Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ წარსულში იყო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა „რუსეთმა მოლაპარაკებების წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: “გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.“ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორეა. უკრაინის მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიღმა რუსეთთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად მხარს არ უჭერენ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა, ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.  

შოლცი ფაშიზმზე, ისრაელის მიმართ ერდოღანის ბრალდებას აბსურდს უწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოლაფ შოლცი პარასკევს ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან. ისრაელს, როელიც „ჰამასთან“ ომშია, ერდოღანი მწვავედ აკრიტიკებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში.  ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა  

გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი

გერმანიამ ალპების გავლით ახალი გაზსადენის გაფართოებით, სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერება ახალი მილსადენის უზრუნველყოფის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, გავაძლიეროთ ენერგომომარაგების საიმედოობა ორივე ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა შოლცმა. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზის მილსადენს ააშენებენ სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.  

შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: უკრაინის მომავალი ევროპაშია, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია. „უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!" - წერს ოლაფ შოლცი X-ზე. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხში ჩართულობისთვის. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა გერმანიის მხრიდან თავდაცვითი დახმარების პაკეტის გამოყოფის მნიშვნელობას, ოთხი IRIS-T სისტემის ჩათვლით, რომელიც უკრაინას ზამთარში დაეხმარება. „მე ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირის მხრიდან მომავალი წლებისთვის დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის უზრუნველყოფას.  

განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად „კლიმატის კლუბი“ იქმნება

გერმანიის კანცლერმა საერთაშორისო კლუბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებაა. კლუბის დაარსება დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების განხორციელებაში ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა, ფოლადი, ცემენტი და ალუმინი. შოლცის თქმით, ერთობლივად უნდა შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის. „კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრია. კლუბი შეეცდება, დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად. ეს არამხოლოდ გაუგზავნის ძალიან საჭირო საინვესტიციო სიგნალებს ჩვენს შიდა მრეწველობას, არამედ, ასევე გადაიქცევა ორიენტირად სხვა ქვეყნებისთვის,” - აღნიშნა შოლცმა.

შოლცი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელმაც ბერლინში ხანუქას დღესასწაულზე მენორა აანთო

ხუთშაბათს ოლაფ შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში აანთო ცენტრალური მენორა ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად. სიმბოლური ცერემონიის დროს, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, გერმანიის კანცლერმა, რომელსაც კიპა ეხურა, პირველი სანთელი რაბინ იეჰუდა ტეიხტალთან ერთად აანთო. „ეს სიმბოლოა იმედისა და ოპტიმიზმის, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ,“ - განაცხადა შოლცმა. თავის გამოსვლაში მან „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

გერმანია მზად უნდა იყოს, მეტი გააკეთოს უკრაინისთვის, ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კონსენსუსი ჩააგდო და ცხადი უნდა გახდეს, რომ "ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება." კანცლერის თქმით, ამ მიზეზით, გერმანია მეტის გაკეთებისთვის უნდა იყოს მზად მაშინ, "როდესაც სხვები ყოყმანობენ." „დოიჩე ველე“ წერს, რომ სავარაუდოდ, ამით შოლცმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ „პოლიტიკურ გაურკვევლობაზე“ მიანიშნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 6 დეკემბერს სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს. „ეს ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, როგორც ყველა ვიმედოვნებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს," - განაცხადა შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.  მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინმა გერმანიის დახმარება შემცირებულად არ უნდა ჩათვალოს. მან პირობა დადო, რომ ბერლინი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ამისათვის მან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც დააანონსა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმად, პანდემიისთვის განკუთვნილი და გამოუყენებელი 60 მილიარდი ევროს კლიმატის ფონდში გადამისამართება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა, გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილ ხარჯებში გარკვეული კრიზისი შექმნა. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად გერმანია უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია ევროპაში და ამ მხრივ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.  

შოლცის პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა, რომ გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით. დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე.“ „დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენ მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა

Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკაშირის დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით. „თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია,“ - განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. „ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ, უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი.“ ორბანმა კენჭყისყრა დატოვა, გადაწყვეტილება უკრაინაზე მის გარეშე მიიღეს - მედია

შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – იხსენებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის საბჭოს სამიტის პირველი დღის დეტალებს „საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი, მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ. ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება.“ ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე. Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა    

ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Twitter-ზე (X) დაწერა. „ეს აშკარად არ არის ის სიურპრიზი, რომლითაც ბედნიერი ვარ. მცირე სიმპტომებით, მე იმედი მაქვს, მკურნალობის მსუბუქ კურსს გავივლი,“ - წერს შოლცი და აღნიშნავს, რომ სამუშაო მაგიდასთან საქმიანობას განაგრძობს. ბერლინში, COVID19-ით დაავადებულებს არ უწევთ იზოლაცია, მაგრამ მათ სხვებთან კონტაქტისგან თავშეკავებას ურჩევენ. შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი 14-15 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობდა.  

გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

გერმანიამ დღეს, 22 დეკემბერს, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია განაახლა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ბერლინმა კიევს დამატებითი საზენიტო იარაღი Gepard-ი მიაწოდა. სამხედრო დახმარების სიაშია:10 ვექტორული დრონი; საბრძოლო მასალა Leopard 2A ტიპის ტანკებისთვის; 8 Zetros ტიპის სატვირთო მანქანა და სხვა აღჭურვილობა. დახმარება სამრეწველო მარაგებიდან გაიცემა და გერმანიის უსაფრთხოების გაძლიერების ფონდებიდან ფინანსდება. ზოგიერთი მიწოდება მოითხოვს მოდერნიზაციას ან ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. ასევე გრძელდება სასწავლო აქტივობები. გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, მეორე ადგილზეა. გასულ თვეში გერმანიამ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რათა უკრაინას სამხედრო დახმარება 2024 წელს გააორმაგოს, რითაც მისი კონტრიბუცია 8 მილიარდ ევროს მიაღწევს.  

შოლცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ. კანცლერის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს. „ამიტომ, ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად. ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.  

Politico: შოლცი დამატებით ზეწოლას მოახდენს ევროკავშირზე, რათა უკრაინაში იარაღის მიწოდება გაზარდოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის მომავალ სამიტს, რომელიც თებერვალში გაიმართება, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ Politico წერს. შოლცს სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს. ამ ინფორმაციას გამოცემა გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და გახდა მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი აშშ-ის შემდეგ. „რაც არ უნდა იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა შოლცმა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინაში იარაღის დაგეგმილი მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მხრიდაბ, არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა შოლცმა. ევროკავშირი თებერვლის სამიტზე ასევე კენჭს უყრის უკრაინის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა.  

გერმანიაში ათასობით პირი, მათ შორის, შოლცი და ბერბოკი, მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა

ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქე - მათ შორის კანცლერი ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი შეიკრიბნენ. ისინი მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში, რომელიც მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ გაიმართა. მედიაში გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში - 25 000-მდე პირმა. აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.  

ოლაფ შოლცი: უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ. ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 24 იანვარს ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის საკითხი იყო.  

უკრაინელები თუ შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო. კანცლერმა სლოვაკ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს დადო პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. „2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე... თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება," - აღნიშნა შოლცმა. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა, რადგან ლიდერები უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების გაგრძელების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სტოლტენბერგის ვიზიტი დღეს იწყება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურმა ინფორმაცია 26 იანვარს გაავრცელა. შეგახსენებთ, აშშ-ის დამატებითი დახმარება ამჟამად შეჩერებულია საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ დავის გამო. ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ

თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

პეკინის მიმართ ბერლინის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, შოლცი ჩინეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15-16 აპრილს ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. ეს იქნება შოლცის პირველი მოგზაურობა ჩინეთში მკაცრი კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნისა და გერმანიის მთავრობის ჩინეთთან ურთიერთობის დამყარების სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, რასაც პეკინში კრიტიკას მოჰყვა. ბოლოს კანცლერი ჩინეთში 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. უფრო ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა ბერბოკმა.  „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბერლინი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია.“ ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე  

ოლაფ შოლცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს

გერმანიის კანცლერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან. ოლაფ შოლცს თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში.“ „ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას,“ - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. „მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი,“ - აცხადებს შოლცი. გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას. „ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა, იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას. ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ,“ - აცხადებს ოლაფ შოლცი.  

უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. მოლაპარაკება იმართება იმ ფონზე, როცა აშშ-ის დახმარების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შოლცი ვაშინგტონში ვიზიტისას ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დააზიანებს დასავლეთს და მის მოკავშირეებს. რეოგორც ცნობილია, გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, თავისი საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად. თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg  

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში,“ - ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოც წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.  

შოლცი: თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „ჩვენ თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრიანის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არ არის. მხოლოდ გერმანიის ძალისხმევა საკმარისი არ არის,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიას ახლა NATO-ს 2%-იანი მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს. „ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მკაცრი იყოს რეალობა: ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში

17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერიa ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. აზერბაიჯანული სააგენტო Azertag-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ოპერატიულად მოაწყონ შეხვედრები სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შესახებ. კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ილჰამ ალიევის განცხადება მოჰყავს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას. ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს. „რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და ამ მიმართულებით სამუშაო უნდა ჩატარდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ სამუშაოს შესრულებაზე. “ - განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საზღვრების დემარკაციაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.  

პუტინს უფლებას არ მივცემთ, უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას - გერმანია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. „მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. „ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს," - განაცხადა შოლცმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალინს სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.  

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

26 თებერვალს გერმანიის მთავრობამ, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. დახმარება საარტილერიო ჭურვებს, დრონებს, განაღმვის მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადასაცემად ემზადება. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია. მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო, აქედან შვიდი მილიარდი  - 2024 წლის განმავლობაში.  

შოლცი: ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან

ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან NATO-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.  

შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს.“ მანვე განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. "მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია," - აღნიშნა შოლცმა. კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით - არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

შოლცმა ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ პლატფორმა Twitter-ის პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,” - წერს შოლცი. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას მიესალმა. „აზრები გავცვალეთ პარიზის 26 თებერვლის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კონფერენციის შედეგებზე და პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ ვეიმარის სამეულის ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს ბერლინში ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტუსკის მონაწილეობით გაიმართება,” - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია.  

შოლცი მაკრონთან და ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მეტ იარაღს დაჰპირდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვაიმარის სამკუთხედის სამიტის შემდეგ, რომელშიც ასევე შედიან საფრანგეთი და პოლონეთი, ბერლინში 15 მარტს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, მოკავშირეები შეიძენენ კიდევ უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის "მყისიერი შედეგისთვის, და მთელ მსოფლიო ბაზარზე", რაც ნიშნავს შესყიდვებს ევროკავშირის გარეთ. გარდა ამისა, შოლცმა დასძინა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოება გაფართოვდება, მათ შორის, „უკრაინის პარტნიორებთან თანამშრომლობით“ და შეიქმნება „შესაძლებლობების ახალი კოალიცია“ რამშტეინის ფორმატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია. ლიდერთა შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში უნდა დახმარებოდა უთანხმოების მოგვარებას და მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც ახლახან აშკარა გახდა პარიზსა და ბერლინს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება და ორმხრივი პრეტენზიები, რაც უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზვნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებებს მოჰყვა.  

შოლცი პუტინისთვის არჩევნების შედეგების მილოცვას არ აპირებს

ბერლინში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც დემოკრატიული ყოფილა. შესაბამისად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს. შოლცის პრესმდივნის, კრისტინა ჰოფმანის თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი. „ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. რუსეთში ახლა დიქტატურაა და მას მართავს პუტინი ავტორიტარულ რეჟიმში,“ – განაცხადა ჰოფმანმა. მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა.  

უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირმაც გააცნობიერა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა - შოლცი

„უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც გააცნობიერა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით - „ევროპა 2024“ ისაუბარა. „2022 წლის აგვისტოში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში ვისაუბრე ისტორიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ევროპაში ვდგავართ. მაშინაც და ახლაც კითხვა ასეთია: როგორ დავიცვათ ევროპული სამშვიდობო წესრიგი ნეოიმპერიული რუსეთისგან, რომელსაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა სურს და რომელშიც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მაშ, რა უნდა გააკეთოს თავისუფალმა, დემოკრატიულმა ევროპას თავისი ისტორიის ამ ეტაპზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა, განვავითაროთ ევროპის სამშვიდობო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, თუნდაც გარე გამოწვევების ფონზე. სულ რამდენიმე წლის წინ, „ბრექსიტის“ შემდეგ და კოვიდპანდემიის დროს, ყველგან საუბრობდნენ ევროკავშირის დაშლასა და ევროპული პროექტის დასრულებაზე. ჩვენი კავშირი ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც აღიარა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ აღნიშნა შოლცმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

შოლცი: უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დაუჭერენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და წინდახედულად,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

შოლცმა პუტინთან ბოლო სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა. ამის შესახებ თავად შოლცმა ისაუბრა გაზეთ Markische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა: „ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო 2022 წლის დეკემბერში - მანამდე უფრო ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს.“ კანცლერმა დაამატა, რომ ომამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი "პირისპირ საუბრობდნენ მოსკოვში" ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ, შოლცმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ამჟამად უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანს.“ „მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,” - აღნიშნა შოლცმა. შეგახსენებთ, რუსეთში უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა. გერმანია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.  

12 აპრილს პრემიერი გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. „ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის 12 აპრილს 11:30 საათზე ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე განიხილება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები,“ - გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.  გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.   

შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის, გერმანია კი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იმპერიალისტურ გეგმებს აგრძელებს, ეს ეხება არამხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ხაზი გავუსვათ, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცვათ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა,“ - განაცხადა შოლცმა.  

შოლცის თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარების საფუძველია

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. „მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორი რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ,“ -განაცხადა შოლცმა.  

ირაკლი კობახიძე გერმანიაში: საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებთ მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მან აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. „საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს  

ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს გერმანიის და მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“ „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი,“ ჰკითხა კანცლერს „იმედის“ ჟურნალისტმა. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. 

ირაკლი კობახიძე: კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია

 „ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე „ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად მზად არის, ამაში ჩაერთოს. „იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.  „ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან კანცლერს კანონპროექტის კვლავ დაინიცირების მიზეზი განუმარტა. პრემიერის თქმით, „მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. “ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა,“ აღნიშნავს კობახიძე. რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას.   გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.   ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან  მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის.  აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ,  შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას.    რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს,“ -  განაცხადა პრემიერმა.   შეკითხვას, თუ ევროკავშირი ტოლობის ნიშანს დასვამს ევროინტეგრაციასა და ამ კანონის მიღებას შორის, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტოლობის ნიშანი შეიძლება, იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის.   „მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა,“ განაცხადა კობახიძემ.   დღეს მას კანცლერმა მოუწოდა, რომ არ მიიღონ აღნიშნული კანონი.

რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა. „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასსაც შეხვდა. მთავრობის ცნობითვე, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.“ პრემიერის ვიზიტი პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრით დასრულდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.  

შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა". პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება. გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი. „ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში,“ - ამბობდა ზაალ ანდრონიკაშვილი, როცა ოლაფ შოლცის სიტყვას თარგმნიდა. თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი (უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ) ახსენა. „საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა. მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია, გადაამოწმოს." საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.

რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი

გერმანიის კანცლერის მოწოდების შემდეგ, რომ საქართველომ არ მიიღოს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახე კანონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს და რომ ცოტა ხნის წინ მას, ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა კანცლერმა შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი. „მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პარტნიორებთან დისკუსიისთვის. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია. Reuters-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „დიდი სიურპრიზია, რომ თქვენ ამ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ეს კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც თქვენი პროგრესი უნდა შეაფასოს და ხომ არ ფიქრობთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება.“ „უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია,“ - უპასუხა ირაკლი კობახიძემ მედიას. პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კობახიძის თქმით, მან კანცლერს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ „საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა.“ მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ოლაფ შოლცის განცხადებით კი, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. კანცლერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასევე, ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასატარებელია. „90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,” - განაცხადა პრემიერმა. „გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა,“ - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა

გერმანიის საელჩომ კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებით და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]   ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ, არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა.“ რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი  

სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.  

NATO-ს ქვეყნებს აქვთ ექვსი დამატებითი Patriot-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება - შოლცი

NATO-ს ქვეყნებში არის ექვსი დამატებითი Patriot-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება. ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 აპრილს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტის შემდეგ განაცხადა. უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ზრდის ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების ეს სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მოგერიების თვალსაზრისით. გერმანიამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ კიევს დამატებით მიაწვდის Patriot-ის სისტემას. „გერმანიამ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები უკრაინის აღჭურვისთვის" და ახლა მოუწოდებს სხვებს, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები," - აღნიშნა შოლცმა.  

შოლცი ამბობს, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა მალე დასრულდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჰანოვერში სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე განაცხადა, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კანცლერის თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშაოს. შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე დაესწრო გამოფენას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ამჟამინდელ პირობებში, ნორვეგია შეიძლება, ეკოლოგიურად სუფთა რესურსების - ქარისა და ჰიდროენერგეტიკის მთავარი მიმწოდებელი გახდეს.  „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მკაფიონი ვართ: წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ყველა ჩვენგანისთვის ეს ნიშნავს სამრეწველო პროცესების შეცვლას,“ - განმარტა შოლცმა.  

პუტინს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების იმედი არ უნდა ჰქონდეს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა მისი პარტნიორების მხრიდან შესუსტდება. კანცლერმა განმარტა, რომ დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან დახმარება არ შემცირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა, თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმენების მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ „აშშ-სა და ევროპის გული ისევ ერთხმად ცემს.“ „ის ფაქტი, რომ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, განსაკუთრებით იარაღის მხარდაჭერის შესახებ, არის [...] ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი, რადგან უკრაინას დახმარება აშშ-დან და ევროპიდან შემცირდება,“ - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  

შოლცის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ის მიერ დახმარების დამტკიცების შემდეგაც გაზრდის

აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ბერლინში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკების დროს. მაგრამ გერმანიის პოზიცია უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ იგივე რჩება, ციტირებს შოლცის სიტყვებს Reuters-ი. გერმანია უარს ამბობს უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდებაზე, რადგან მათი 500 კმ-მდე დიაპაზონი თეორიულად საშუალებას აძლევს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის ჩათვლით. „კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია [...] პუტინი ცდება, თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,“ - განაცხადა შოლცმა.  

შოლცმა ალიევს უმასპინძლა: 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს

გერმანიის კანცლერის განცხადებით,  სხვა საკითხებთან ერთად, მან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. შოლცის თქმით, 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს. „მინდა, მოვუწოდო ორივე ქვეყანას გამოიჩინონ ნება და გამბედაობა საჭირო კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 წელი შეიძლება, და უნდა იყოს მშვიდობის წელი რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ, გამამხნევებელია. ახლა მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და შემდგომი გაბედული ნაბიჯების გადადგმა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან რეგიონის შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი. „მიმაჩნია, რომ რეგიონში დიდი პოტენციალი არსებობს მწვანე და წყალბადის ენერგიის სფეროებში თანამშრომლობისთვის და გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ძირითადად, როგორც აღვნიშნე, წყალბადის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩარჩო პირობები. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამშრომლობისთვის და ენერგომომარაგების სტაბილურობაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.  ჩვენ ასევე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მე ვიტყოდი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ცოცხალი კრიტიკის არსებობა. აზრის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოლაპარაკებებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა,“ აღნიშნა შოლცმა. მანამდე, 22 აპრილს ალიევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ალიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ალიევის თქმით, „რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.“ რაც შეეხება შოლცთან შეხვედრის შემდგომ კომენტარებს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ ბაქო მზადაა, ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობენ. „დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს დაუნდობელი ხოცვა უნდა დასრულდეს. პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარისკაცები და სრულად აღიაროს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.